გამყრელიძე: დღეს ნიმუშების რაოდენობა 60-მდე ადის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 30 იანვრიდან დღემდე სულ 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში გაიტესტა ლუგარის ლაბორატორიაში და აქედან კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა. პაციენტი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ ლაბორატორული კვლევები გრძელდება.

„ზოგიერთი ნიმუში განმეორებით შემოდის, მიმდინარეობს კვლევები ლუგარში და დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა. დღეს ნიმუშების რაოდენობა 60-მდე ადის“ ,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად