გამყრელიძე: ჩვენი მიზანია COVID-19-ის ახალი შემთხვევები იყოს დუნედ დინამიური

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პალიტრა ნიუსის” ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის შემთხევები იყო დუნედ დინამიური და არა ნახტომისებური.

“მოლოდინები, როგორც ბევრჯერ მოგახსენეთ, ჯერჯეროთით, ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდა გვექნება. ჩვენი მთავარი მიზანი და ძალისხმევა გახლავთ ის რომ ეს ზრდა იყოს დუნედ დინამიური და არა ნახტომისებური, თოვლის გუნგდასავით დაგორებული. შეიძლება ვაკონტროლოთ შემხვებების რაოდენობა.

ახალი შემთხვევები გვექნება, მაგრამ არ გვინდა იყოს ეს ნახტომისებური ზრდა, რაც დაფიქსირდა მრავალ ქვეყანაში”-ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად