გამყრელიძე: ახალ პაციენტთან დაკავშირებით, რომლის მდგომარეობა მძიმეა, 86 კონტაქტია დადგენილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია TV პირველის ეთერში კორონა ვირუსით ინფიცირების დღეს გამოვლენილ შემთხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

“იმ 5 პაციენტიდან, რომლებსაც დილის შემდეგ დაუდასტურდათ ვირუსი, ყველას ისტორია ვიცით. 4 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა და ვიცით საიდან და როგორ.

ერთი შემთხვევა, რომელიც არის ყველაზე რთული, ავადმყოფი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

მიმდინარეობს მოკვლევა და 86 კონტაქტია იდენთიფიცირებული.

კონტაქტები ალბათ კიდევ მეტია და მათთან მუშაობს როგორც მუნიციპალური სამსახური, ასევე ჩვენგან წასული ბრიგადა. ჩვაიდნენ ყველაზე გამოცდილი სპეციალისტები და მისცეს რჩევა დარიგება ადგილობრივ მედპერსონალს. საავადმყოფო, სადაც დაინფიცირებული წევს გადავიდა კარანტინის რეჟიმში” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად