გამყრელიძე: 4000 ადამიანია აცრილი,წითელას აღმოფხვრისკენ წავალთ თუ დამატებით დაახლოებით 200 000 ადამიანს ავცრით

“დაახლოებთ 200 000 ათასი ადამიანი წელს თუ ავცერით დამატებით ქვეყანაში მაშინ სერიოზულად შევაჩერებთ კი არაა, წავალთ წითელას აღმოფხვრისკენ”,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

წითელას ეპიდაფეთქებასა და გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამჟამად აცრილია 4 ათასი მოქალაქე.

“თუ ბავშვი არ არის 2-ჯერადად აცრილი 1-5 წლის ასაკში,აუცილებლად მიიყვანონ და აცრან.4 000 ადამიანია ქვეყანში უკვე აცრილი,ჩვენი გათვლებით დაახლოებით 200 000 ათასი ადამიანი წელს თუ ავცერით დამატებით, ქვეყანაში მაშინ სერიოზულად კი არ შევაჩერებთ წითელას,წავალთ წითელას აღმოფხვრისკენ”,-განაცხადა გამყრელიძემ “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...