გამყრელიძე: 30 წელია აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი და რუსეთი ჩვენი მბრძანებელი აღარაა

“ჩვენ დიდი ხანია, უკვე 30 წელია რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. რაც ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითვლისწინონ და შეიგნონ! რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე -კუნჭულში შევლენ და ასე შემდეგ? ისევე ჩამოვა აქ რუსი, როგორც ჩამოდის ლუგარის ლაბორატორიაში სხვა ერის წარმომადგენელი” – ასე პასუხობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსული მხარის მოთხოვნას.

“რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არამარტო რუსები, მათთან ერთად სხვებიც. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს.
ჩვენ მათ ვთავაზობთ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში.
ასეთი იყო უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიის ბოლო შეფასება 2018 წელის ნოემბერში, როდესაც 17 ქვეყნის 25 ექსპერტი იყო ჩამოსული. მაგრამ, რუსებმა უარი თქვენს ჩამოსვლაზე.
ასევე, შარშან ჩვენი ეპიდზედამხედველობის და ლაბორატორიული სისტემა ცალკე შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ცალკე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. ასე რომ, ნებისმიერ საერთაშორისო მისიაში რუსებს შეუძლიათ ჩამობრძანდნენ და გაეცნონ.
ლუგარის ლაბორატორიაში ბევრჯერ არიან ნამყოფი რუსი ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები, ნანახი აქვთ რას ვაკეთებთ და რითიც ვართ დაკავებული
ყველა ეს გამოხტომა რაც ახლა ხდება, გუშინ, გუშინწინ, დღეს – ეს განცხადებები არის გარკვეული პერიოდულობით და ამ პერიოდულობას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოში “ლუგარის ცენტრის” ინსპექტირებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად