გამყრელიძე 12 წლის ბავშვის ინფიცირებაზე: პერსონალურ ინფორმაციას არ ვიძლევი!

“დაუდასტურდა თუ არა საქართველოში 12 წლის ბავშვს ახალი კორონავირუსი?” – მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “აიპრესი” დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა.

ამირან გამყრელიძე: პერსონალურ ინფორმქციას არ ვიძლევი

“აიპრესი”: ბავშვი არის?

ამირან გამყრელიძე: პერსონალურ ინფორმაციას არ ვიძლევით, გესმით?!… სქესს, ასაკს არ ვიძლევით. 8 ადამიანს დაუდასტურდა, ამას გიდასტურებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პერსონალური ინფორმაცია არის ქვეყანაში, არის კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, არ მაქვს ამ კანონის მიხედვით ასეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების უფლება.

შეგახსენებთ, რომ დღეს  8 ახალ პაციენტს კორონა ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

“1 საათის წინ გითხარით, რომ 23 პაციენტის მასალა გადაგზავნილი იყო გამოსაკვლევად. ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია და 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად არის 23 ინფიცირებული.

ერთი არის პაციენტი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იმ იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებასთან, რომლისგანაც კიდევ 3 დასნებოვნდა – პირობითად რომ ვთქვათ, პაციენტი #5-თან. ეს პაციენტი ასრულებდა თავის მოვალეობას, მშრომელი კაცია, რაღაც ფული აიღო შესრულებულ საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით დაავადდა. ასე ვარაუდობს, მაგრამ ბანკნოტით გადაედო თუ პირადი საუბრის დროს, ძნელი სათქმელია.

მოდით ასე ვთქვათ, პირობითად პაციენტებმა 4, 5, 6, 7, 8 ერთად იმოგზაურეს იტალიაში, 6-მა კაცმა. 5 ადამიანი გამოვლინდა ახლა, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წევრი წევს ჩვენს საავადმყოფოში უკვე 8 დღეა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩვენთან წევს 8 დღეა და 7 დღის წინ დაუდასტურდა ვირუსი, მასთან კავშირში მყოფ პირებს მაშინ არაფერი აღმოაჩნდათ და დღეს დაუდასტურდათ.

ინკუბაციის პერიოდში იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და შემდეგ აღმოაჩნდათ”- განუცხადა ჟურნალისტებს იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები
იტვირთება...