“გამოვიდეს ქადაგიძე და მოყვეს, როგორ იკრიბებოდნენ და რას გეგმავდნენ”

დღეს, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უმოქმედობაში და ქვეყანაში ლარის გაუფასურებაში დაადანაშაული და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. „

მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები", – განცხადა ივანიშვილმა. თუმცა, მის მოსაზრებას არ ეთანხმება"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი.

იგი  გიორგი ქადაგიძეს პარლამენტში იბარებს და "აიპრესთან" აცხადებს:"მე ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს. მოვიდეს პარლამეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხომ მისი ბრალია ყველაფერი? ასევე, მოვიდეს მთავრობა და გასცეს პასუხი კითხვებს. მერე ნახეთ, უმრავლესობა რა დღეში ჩავარდება. გამოვიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოყვეს ყველაფერი, როგორ იკრიბებოდნენ მთავრობასთან და რას გეგმავდნენ.

ერონული ბანკის პრეზიდენტი მთავრობის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდა. ეს ფულის ამოღება დაკავშირებულია ფულის მასის შემცირებასთან, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკის შემცირებასთან. მთავრობასთან კოორდინაციის გარეშე კი ეს გამორიცხულია. როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი გაგებაში არ ყოფილა… ან აქამადე როგორ იმართებოდა ქვეყანაში ეკონომიკა. რაც ხდება ქვეყნის ეკონომიკაში, ლართან მიმართებაში, უსაფრთხოებასთან მიმართებაში ამაში პირადად, დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი. ეს პროცესი დაიწყო იქიდან, რომ მან არასწორი და ტყუილი დაპირებები გასცა. ეს პორცესი დაიწყო იქიდან, რომ ის ჩავიდა დაოსში და თქვა, რომ ყველაფერი ტყუილია საქართველოსთან დაკავშირებით. რომ ბიზნესისთვის ფულის ჩადება არ არის მომგებიანი. რომ ეს რეიტინგები მოგონილია.

დაიწყო იქიდან, რომ მან ქვეყანაში აკრძალა პირვატიზაცია, არასწორი ორიენტაცია დაიწყო რუსულ ბაზარზე. დღეს, სწორედ იმიტომ არის ეკონომიკა-ექსპორტი დაცემული, რომ ორიენტირებული იყო რუსეთზე, ერთადერთ პარტნიორზე. შემოიღო რეგულაციები ეკონომიკაში, ვიზებზე, მიწებთან დაკაშირებით და შედეგად ვიღებთ ამას. ივანიშვილი პანიკაშია. ახლა უნდა მოძებნოს განტევების ვაცი და ეს არის ქადაგიძე. ამ ხნის განმავლობაში, მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი ეკონომიკური გეგმა. ერთადერთი, რასაც გვეუბნებოდნენ ის იყო,   ქვეყანა გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან ეროვნული ბანკი და მთავრობა მუშაობდა ერთად. ბუნებრივია, რომ ასეთი შედეგიც დადგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...