გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გორსა და ხაშურში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 დევნილ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა: https://idp.gov.ge/statement-12/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად