გამოკითხვებით, ვლადიმირ ზელენსკის პარტია უკრაინის რადას არჩევნებში ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახური” უკრაინის რადას არჩევნებში ლიდერობს. ამის შესახებ ანალიზისა და პროგნოზირების უკრაინის ინსტიტუტის კვლევის შედეგებით დასტურდება.

კვლევის შედეგების მიხედვით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოთხი პარტია ლიდერობს. ამომრჩეველთა 42.2% მზად არის, მხარი პარტია “ხალხის მსახურს” დაუჭიროს. “ოპოზიციის პლატფორმა – სიცოცხლისთვის” მხარს გამოკითხულთა 15.1% უჭერს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 9.8% აცხადებს, რომ მხარს პეტრო პოროშენკოს ევროპის სოლიდარობის პარტიას უჭერს, ხოლო იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინას“ ხმათა 8.3% აქვს.

გამოკითხვების მიხედვით, სხვა პარტიებს უკრაინის უმაღლეს რადაში მოხვედრისთვის საჭირო 5% -ზე ნაკლები ხმა აქვთ, მათ შორისაა პარტია “ხმა”, რომელსაც მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი (4.9%) ხელმძღვანელობს.

გამოკითხვა უკრაინის ყველა რეგიონში 8 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდა.
შეცდომის ალბათობა 2.2% -ს არ აღემატება.

თავდაპირველად, უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მაისში უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს დანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...