გამოკითხვა: მსოფლიოში ბოლო ორი წლის განმავლობაში საფრთხის დონე გაიზარდა

ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ბოლო ორი წლის განმავლობაში საფრთხის დონე გაიზარდა. როგორც სააგენტო Reuters- ი იუწყება, ამის შესახებ Global Challenges Foundation-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით გახდა ცნობილი. 

გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნულის მიზეზად პოლიტიკური ნიშნით დანაშაულის ზრდას, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას ასახელებს.

გამოკითხვაში 10 ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ათიდან გამოკითხულიდან ექვსი ფიქრობს, რომ დღეს მსოფლიოში საფრთხის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. სამხედრო კონფლიქტები და ბირთვული, ქიმიური იარაღი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ვიდრე მოსახლეობის ზრდა ან კლიმატის ცვლილება.
„აშკარაა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის თანამედროვე სისტემები არ ეხმარება ხალხს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ", – აცხადებს Global Challenges Foundation-ის ვიცე-თავმჯდომარე, მატს ანდერსონი.

ანდერსონი მიიჩნევს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა, სირიაში, იემენში და უკრაინაში არსებული ვითარება, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ძალადობა – ეს ყველაფერი საზოგადოებას დესტაბილიზაციას უქმნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად