გამოკითხვა: დონალდ ტრამპის მუშაობით 60% უკმაყოფილოა

Gallup-ის გამოკითხვების შედეგებით, გამოკითხულთა მხოლოდ 38% აცხადებს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს. ამის შესახებ ტელეარხი CNN იტყობინება.

ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპის მუშაობას ათი ამერიკელიდან ექვსი მხარს არ უჭერს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ამერიკის ლიდერის  რეიტინგი რამდენიმე კვირის წინ 40% -ზე ნაკლები იყო. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, ხუთი პროცენტული პუნქტით დაეცა – 43% -დან 38% -მდე. ტრამპის მუშაობით უკმაყოფილოთა რეიტინგი გასულ კვირას შვიდი პროცენტით გაიზარდა, 53% -დან 60% -მდე.

Gallup-ის გამოკითხვები ყოველ კვირას ტარდება.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად