გამოღმა-არგვეთის, გორისის, კორბოულისა და კორბოულის სისვაძეების უბნის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

პროექტ “ღია შეხვედრების” ფარგლებში დღეს შეხვედრები გაიმართა სოფლების გამოღმა-არგვეთის, გორისის, კორბოულისა და კორბოულის სისვაძეების უბნის მოსახლეობასთან.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი გოჩა ბარბაქაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელ გამოღმა არგვეთსა და გორისაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის შეფერხების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. შიდა საუბნო გზების მოწესრიგება კი მომავალი წლიდან განისაზღვრა.

სოფელ კორბოულს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარეობს ყველა რესურსის მოძიება. ადგილზე გაირკვა ტყეკაფების გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხები. სისვაძეების უბანში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამავე უბანში მომავალ წელს აშენდება მცირეკონტიგენტიანი სკოლა. მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები და დაიდგმება ნაგვის შემკრები კონტეინერები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად