“გამოძიება პირველ რიგში შემსრულებლიდან იწყება” – შს მინისტრი კითხვაზე, რატომ არ დააკავეს ორგანიზატორები

შს მინისტრი კითხვაზე, რატომ არ დააკავეს ორგანიზატორები, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა კითხვაზე, რატომ არ დააკავეს ორგანიზატორები და დამფინანსებლები.

“არა, ჩვენ დასკვნა არ დაგვიდია. ჩვენ ბრიფინგზე ვაჩვენეთ მისი გადაადგილების კადრები. შემდეგ დაიდო ქიმიური დასკვნა, რასაც არ სჭირდება 25 დღე. იქ აღმოჩნდა მაღალი შემცველობით ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარდაცვალების მიზეზი ეს გახდა. საბოლოო სიტყვა უნდა თქვას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ. შევთავაზეთ ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობა, რასაც დათანხმდნენ. ასევე შევთავაზეთ ის, რომ თავად მოიძიონ ქვეყანა და ხელმეორედ ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რათა დარწმუნდნენ”, – თქვა შს მინისტრმა.

კითხვაზე, რაც არ უნდა იყოს დასკვნა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ლექსო ლაშქარავამ მძიმე დაზიანებები მიიღო 5 ივლისს. მაშინ როდესაც ლექსოს გარდაცვალებიდან 48 საათის განმავლობაში საგამოძიებო უწყება რეგულარულად ატყობინებს საზოგადოებას რა სამუშაოები ჩატარდა, 5 ივლისიდან დღემდე არ ვიცით, ვინ იყო ორგანიზატორი ლექსოზე და მის კოლეგებზე ძალადობის, ვინ იყვნენ წამქეზებლები საჯარო განცხადებების მიუხედავად, ვინ დააფინანსა. ამ კითხვებზე მსგავსი ოპერატიულობით პასუხის გაცემას რატომ არ თვლით საჭიროდ? – რასაც გომელაური პასუხობს:

“მე ვიტყოდი, რომ აქაც ინტენსიურად მუშაობენ ჩვენი გამომძიებლები და ამის შედეგია, რომ 27 პირს პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება პირველ რიგში შემსრულებლიდან იწყება. 18 ადამიანს ჩხრეკა ჩავუტარეთ, ამოვიღეთ მასალები და ეს თემა დასამუშავებელია”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები
იტვირთება...