გამგებელმა ლანჩხუთში კუპრეიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქალაქ ლანჩხუთში კუპრეიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ქალაქ ლანჩხუთში კუპრეიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული  სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიძესთან ერთად აღნიშნულ ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეამოწმა.

მათ ასევე დაათვალიერეს თბილისის ქუჩა, სადაც სამუშაოები უკვე დასრულებულია. აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქუჩის რეაბილიტაციის გამო და მადლობაც გადაუხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად