Game Of Thrones-ის მსახიობ კრიტოფერ ჰივიუს კორონავირუსი დაუდგინდა

სერიალ Game Of Thrones-ის ნორვეგიელ მსახიობ კრისტოფერ ჰივიუს COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ იგი თავის Instagram-ზე წერს.

“სამწუხაროდ, დღეს COVID-19 ახალი ტიპის კორონავირუსი დამიდგინდა. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მე გაციების მხოლოდ მსუბუქი ნიშნები მაქვს”, – წერს მსახიობი.

მსახიობი ხალხს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, აგრეთვე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თავიანთი ძალებიტაც ებრძოლონ ვირუსს.

ნორვეგიაში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის მიწურულს დაფიქსირდა. ინფიცირებული პირი ჩინეთიდან იყო ჩამოსული. ამასთან, აღნიშული იყო, რომ პაციენტს სიმპტომები არ გამოუვლინდა.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 304 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 7 166-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 79 731 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად