Game Of Throne-ს ბოლო სეზონი 14 აპრილიდან დაიწყება

სერიალის Game Of Thrones ბოლო სეზონი 14 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ HBO თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს.

HBO-მ აგრეთვე გამოაქვეყნა ბოლო სეზონის თიზერი. The Hollywood Reporter-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო სეზონის რეჟისორი დევიდ ნატერია, რომელმაც 2015 წელს სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდისთვის ემის ჯილდო მიიღო.

სერიალი 2011 წლიდან მიმდინარეობს და იგი მწერალ ჯორჯ მარტინის “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” მიხედვითაა გადაღებული. 2018 წელს სრიალი ემის პრემიაზე 22 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

იმის შესახებ, რომ სერიალის ბოლო სეზონი 2019 წლის აპრილში გამოვიდოდა, მსახიობმა მეისი უილიამსმა გასული წლის იანვარში, Metro-სთან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად