“გამარჯვების მარათონი” მინისტრებთან ერთად (ფოტორეპორტაჟი)

თავდაცვის სამინისტროს, საბურთალოს გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის" მიერ ორგანიზებულმა მარათონმა სახელწოდებით "ერთად ვიმარჯვებთ", სტარტი აიღო. 

ღონისძიება დაგეგმილი 09:00 საათის ნაცვლად, 10:00 საათზე დაიწყო. მარათონი მიცკევიჩის ქუჩიდან – საბურთალოს გამგეობიდან დაიწყო და 13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დასრულდება. ღონისძიება მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ვეტერანებისა და შშმ პირების ჩართვას მსგავს აქტივობებში და ახალგაზრდებში მარათონის პოპულარიზაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად