გამამტყუნებელი განაჩენის გამო, თელავის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიმართ, ძალაში გაგამტყუნებელი განაჩენი შევიდა. ამ საფუძვლით, საკრებულომ ცნობად მიიღო გადაწყვეტილება სოფელ კისისხევის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ყარასაშვილის უფლებამოსილების შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმება, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გაფორმდა. შემთხვევის დროს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
საკრებულოს ახალი წევრის არჩევნები 2020 წლის მაისში ჩატარდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად