გამახარია: თუ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხალხის დიდი ნაკადი ზუგდიდისკენ წამოვა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

“თუ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხალხის დიდი ნაკადი ზუგდიდისკენ წამოვა და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”

ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ხელისუფლების მხრიდან უკვე გაცხადებულია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ ადამიანების დასახმარებლად. მათ აქვთ და უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. მივმართავ ენგურს გაღმა მაცხოვრებლებს – ღმერთმა დაგიფაროთ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ თუ თქვენთან კორონავირუსი გაჩნდა, თქვენ საქართველო გიპატრონებთ, რადგანაც თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

შეგახსენებთ: ოკუპირებულ აფხაზეთში (გალში) გამოცხადებულია კომენდანტი საათი.

წალენჯიხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ფახულანი-საბერიოს ე. წ.  საზღვრიდან, კიდევ ერთ პაციენტი გადმოიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5 106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად