გამახარია: რუხის კლინიკა შეიძლება ითქვას, არის ხსნა მათთვის, ვინც შეიძლება ოკუპირებულ აფხაზეთში დაავადდეს კორონავირუსით

ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნინა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის იქით, არის ძალიან რთული.

ჯემალ გამახარიას თქმით, ადგილობრივ ექიმებს არა აქვთ საშუალება, გამოავლინონ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები და უმკურნალონ მათ, რის გამოც აფხაზეთშ არის პანიკა.

“ინფორმაციას აფხაზური წყაროებიდან ვიღებთ, გვირეკავენ ცალკეული პიროვნებები და იმ ოფიცილურ იინფორმაციას, რაც იქ ვრცელდება, კონკრეტული წყაროების მეშვეობით ვავსებთ. სიტუაცია აფხაზეთში არის ძალიან რთული. ჯერჯერობით, თითქოს არ არის გამოვლენილი დაინფიცირებული ადამიანი, ვგულისხმობ, გალის იქით – ოჩამჩირე, სოხუმი, გაგრა და გუდაუთა. თუმცა, იქ ამის ბევრს არ სჯერა. ადგილობრივ ექიმებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი აფხაზეთში არის, მაგრამ იქ არ არის იმის საშუალება, რომ გამოავლინონ. რაც მთავარია, არ ჰყავთ პროფესიონალები და არა აქვთ საშუალება, რომ უმკურნალონ ავადმყოფებს, ამის გამო არის პანიკა. რუსეთმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების მიხედვა. ეს ნიშნავს – რომ არა საქართველო, ეს ადამიანები განწირულები არიან. რუხის კლინიკის გახსნა შეიძლება ითქვა, არის ხსნა იმ ადამიანებისათვის, ვინც შეიძლება დაავადდეს კორონავირუსით. ეს ეიმედება იქაურ მოსახლეობას და ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ. თუმცა, ოფიციალური პირები სულ სხვას ლაპარაკობენ, მაგრამ სინამდვილე ასეთია” განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

შეგახსენებთ: ოკუპირებულ აფხაზეთში (გალში) გამოცხადებულია კომენდანტი საათი.

წალენჯიხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ფახულანი-საბერიოს ე. წ.  საზღვრიდან, კიდევ ერთ პაციენტი გადმოიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად