გამახარია: რაულ ხაჯიმბას მოუწევს წასვლა – რუსეთს აფხაზეთი სჭირდება და არა ხაჯიმბა

ამის შესახე აფხაზეთი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გამახარიას შეფასებით, ოკუპირებ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გამო, რაულ ხაჯიმბას წასვლა მოუწევს.

“ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ხაჯიმბა აუცილებლად წავა თანამდებობიდან.
ხაჯინბა არის განწირული. ასლან ბჟანიას განცხადება ახალ წლამდე, შემდე მისი ჩამოსვლა, გუშინ, ფაქტობრივად გალიდერება, ამ პროცესები მისი ლიდერად წარმოდგენა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მაინცდამაინც თავს არ მოიკლავ ხაჯიმბაზე. რუსეთის გარეშე დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა. იქ ყველა, ვინც არის პოლიტიკური ასპარეზზე, ყველა არის რუსეთის კაცი.
ოპოზიციაც მართული, რა თქმა უნდა რუსეთ სურს ხაჯიმბა და ამიტომ შეუწყო ხელი, რომ ის გაპრეზიდენტებულიყო. მაგრამ, თუ ის ვერ ინარჩუნებს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში მას არაფრად უღირს ხაჯიმბა. მას აფხაზეთი სჭირდება და არა ხაჯიმბა” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად