გამახარია: გალიდან ძალიან ბევრი ადამიანი ახერხებს რაღაც შემოვლითი გზებით გადმოსვლას,  რაც ძალიან სახიფათოა

ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ გალის რაიონში განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების ერთი შემთხვევა.

“ის ადამიანი გადმოყვანილია ზუგდიდში, გადის მკურნალობას, მისი ნათესავებიც არიან  გადმოყვანილი და იმყოფებიან საკარანტინო სივრცეში. ქართული მხარე აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერეჯერობით არ გვეძლევა საშუალება, რომ ენგურს გაღმა ექიმებს დავეხმაროთ და მივიღოთ უშუალო მონაწილეობა აუცილებლად ჩასატარებელ სამუშაოებში. არადა, ამის გამკეთებლი იქ დღეს არავინ არ არის, რაც ძალიან აშფოთებს იქაურ მოსახლეობას. იმის მიუხედავად, რომ ჩაკეტილია ყველა გზა, ძალიან ბევრი ადამიანი ახერხებს რაღაც შემოვლითი გზებით გადმოსვლას,  რაც ძალიან სახიფათოა და ზუგდიდში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებას” -განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

შეგახსენებთ: ოკუპირებულ აფხაზეთში (გალში) გამოცხადებულია კომენდანტი საათი.

წალენჯიხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ფახულანი-საბერიოს ე. წ.  საზღვრიდან, კიდევ ერთ პაციენტი გადმოიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად