გალში, ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო აფხაზეთის დეფატო უშიშროების სამსახური ავრცელებს.

2019 წლის 23 ივლისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში დააკავეს 1968 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კაპანაძე. საოკუპაციო რეჟიმის გალის სასამართლომ კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მას საოკუპაციო რეჟიმი ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...