Gallup International: ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსებად დასახელდნენ

2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოპულარობის ინდექსმა 89 პუნქტი შეადგინა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ანალოგიურმა მაჩვენებელმა – 84 პუნქტი. შესაბამისს რეიტინგს დამოუკიდებელ მკვლევართა ასოციაცია Gallup International-ი გლობალური გამოკითხვის შედეგად ავრცელებს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მათ თითქმის 10 პუნქტით ჩამორჩება – მისი პოპულარობის ინდექსი 77 პუნქტს შეადგენს. მას ერთი პუნქტით ჩამორჩება რომის პაპი ფრანცისკე. ლიდერების ხუთეულში აგრეთვე შევიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 73 პუნქტით.

მსოფლიოს 13 ლიდერს შორის, რომელთა შესახებაც ეკითხებოდნენ რესპოდენტებს, ყველაზე ნაკლებად ცნობილი ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი (54 პუნქტი) აღმოჩნდა, მას გაუსწრო ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ (56 პუნქტი) და ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ (60 პუნქტი).

დედამიწის მაცხოვრებლების ყველაზე დიდ სიმპათიას კვლავ რომის პაპი ფარნცხისკე იმსახურებს: მისდამი კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 53%. ამ მაჩვენებლის მხრივ იგი უკვე მესამე წელია ლიდერობს.

ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონიც აგრძელებენ მსოფლიოში პოზიტიური ემოციების გამოწვევას. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ კი სიმპათიის მაჩვენებელი იგივე დარჩა, რაც 2018 წელს იყო და გამოკითხულთა 36% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად