გალის რაიონიდან ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

covid-19 არ დაუდასტურდა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებულ 3 პაციენტს – 2 მცირეწლოვან ბავშვს და 60 წლის მამაკაცს. პაციენტების ანალიზების პასუხი ინფექციურმა საავადმყოფომ “ლუგარის ლაბორატორიიდან” ეს წუთია მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახური ავრცელებს.
“ზუგდიდიდან სამი პაციენტის ანალიზი იყო გაგზავნილი თბილისში „ლუგარის ლაბორატორიაში“ და სამივე უარყოფითია”, – აცხადებენ საავადმყოფოში.
მათივე ცნობით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი შესაძლოა ხვალ გაწერონ.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 60 წლის კაცი 31 მარტს, გვიან ღამით, მოათავსეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მას ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები ჰქონდა. ამავე დღეს შეიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვებიც. მათაც ანალოგიური სიმპტომები ჰქონდათ.
საქართველოში 2 აპრილის 15:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 130 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 26.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად