გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ვერ შეძლებს ე.წ საზღვრის გადმოკვეთას

ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ავტომანქანა მძევლებით, ზუგდიდიდან აფხაზეთისკენ მოემართება. უთხრა აფხაზურ მედიას საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.

მან უპასუხა გავრცელებულ ვერსიას, რომ გამტაცებელი სწორედ აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთას გეგმავდა.
თავის მხრივ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა კონსტანტინ ფილიამ აღნიშნა, რომ დამნაშავე ვერ შეძლებს “საზღვრის” გადმოკვეთას.

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდში საქართველოს ბანკს თავს დაესხა შეიარაღებული პირი, რომელმაც 500 000 აშშ დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით ნახევარ მილიონ დოლართან დაკავშირებით მისი მოთხივნა დაკამოაყოფილდა, რის შემდეგ თავდამსხმელა მძევლები გაათავისუფლა. თუმცა, ბანკის შენობიდან გამოსვისას მას თან ახლდა 3 მძევალი, რომელთან ერთად ამ დრომდე ავტომანქანით გადაადგილდე ზუგდიდის ქუჩებში.

შსს-ს ინფორმაციით თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

შეგიძლია განცხადება სრულად იხილოთ აქ: შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად