გალერეა “წითელი კვადრატი” მხატვარ- სიურეალისტ კახა ესებუას უმასპინძლებს

კახა ესებუა- მხატვარი თანდაყოლილი განცდის ნიჭით, რაც მის განუმეორებელ ინდივიდუალობას განაპირობებს.

გალერეა “წითელი კვადრატი” მხატვარ- სიურეალისტ კახა ესებუას უმასპინძლებს

” სურეალიზმი არის სისხლის ჯგუფი. მიუხედავად უამრავი ინფორმაციებისა და ილუსტრაციებისა სურეალიზმის შესახებ, შეუძლებელია სურეალიზმის სწავლა და სურეალისტად ჩამოყალიბება.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მხატვარს თანდაყოლილი ჰქონდეს განცდის ნიჭი, რაც განაპირობებს მისი, როგორც შემოქმედის განუმეორებელ ინდივიდუალობას. შედარებით მცირე დოზით ფსიქოანალიზი და გაცილებით გამოკვეთილი ფილოსოფიურ-პოეტური ერუდიცია და ინტელექტი”,- ასე გადმოსცემს ფერმწერი საკუთარ დამოკიდებულებას მისი შემოქმედებისადმი.

მხატვარი სიურეალისტის კახა ესებუას პერსონალურ გამოფენა თბილისში 20 ნოემბერს გაიხსნება.მისი ფერწერული ნამუშევრები გალერეაში ” წითელი კვადრატი” 25 ნოემბრამდე დარჩება.

კახა ესებუა საგამოფენო სივრცეში ბოლო პერიოდის ##### მდე სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს.

“გამოფენაზე წარვადგენ ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს.
21-ე საუკუნის მნახველს სურს გამოფენაზე იხილოს მხატვრის „პარადოქსულ ტვინში გატარებით“ შექმნილი დღევანდელი თანამედროვეობის ობიექტები.
მთავარი ის კი არ არის რაც გააკეთე, არამედ მთავარი შენი, როგორც მხატვრის ინელექტუალური „ნააზრევია“. თანამედროვე ხელოვნება არის როგორც ლაბირინთი, სადაც თუ შეგიტყუეს, იქედან არ არსებობს გამოსავალი, იმიტომ, რომ თვითონ დღევანდელი სამყარო არის აბსურდული”,- ამბობს მხატვარი.

კახა ესებუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენები ჰქონდა 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო სურათების ეროვნულ გალერეაში (ცისფერი გალერეა), 2003 წელს „ბაია გალერეაში“ და 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტოში. მხატვრის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

კომენტარები
იტვირთება...