Galaxy Digital-ის ხელმძღვანელი: ბიტკოინს, 10 000 აშშ დოლარიან ნიშნულამდე ასვლისთვის ახალი იმპულსი დასჭირდება

Bitcoin-ის ფასი შესაძლოა 6 500 აშშ დოლარამდე დაეცეს, რის შემდეგაც, 10 000 აშშ დოლარამდე ასვლას ისევ დრო დასჭირდება, – ამის შესახებ ბანკ Galaxy Digital-ის ხელმძღვანელი მაიკ ნოვოგრაცი აცხადებს.

CNBC-თან ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ აქტივების ასეთ მკვეთრ დაცემაზე გავლენა შესაძლოა ისეთ ნეგატიურ მოვლენებს მოეხდინა, როგორიც არის ფასიანი ქაღალდების და გაცვლითი კომისიის (SEC) სარჩელი პაველ დუროვის პროექტ Telegram Open Network-ის წინააღმდეგ.

„ეს კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის ნამდვილი დარტყმაა“ – აცხადებს ნოვოგრაცი.

მისი თქმით, ახლა კრიპტოვალუტას ახალი იმპულსი დასჭირდება, რათა 8 000 აშშ დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს. მილიარდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე პოზიტიური რამ, რაც ბიტკოინთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ მასზე წვდომა პლატფორმა Fidelity-ის 26 მილიონმა მომხმარებელმა მიიღოს.

აქამდე იგი აცხადებდა, რომ მას დაუკავშირდნენ организаторы ICO Telegram Open Network-ის ორგანიზატორები, თუმცა მან პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და როგორც თავად აღნიშნავს, ახლა ნანობს ამას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად