გალა კონცერტი და შოუ პროგრამები – ქუთაისი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს (ვიდეო)

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია.

ქალაქის ქუჩებში დრამერ-შოუ მიმდინარეობს. ზღაპრის გმირები პატარებისთვის სხვადასხვა შოუს დგამენ.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი, გამოფენილია ჯავშან- ტექნიკა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ძეგლს პატივი მიაგეს.

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისთვის, მრავალფეროვან ღონისძიებებს გეგმავს კულტურის სამინისტრო, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის მასშატაბით არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები მიიღებენ.

საღამოს კი, ქართველი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, გალა კონცერტი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად