გახდება თუ არა პარიზი პირველი ევროპული ქალაქი, სადაც ავტომობილებს აკრძალავენ?

პარიზი მომდევნო ეტაპზე გადადის. იგეგმება ახალი, “15-წუთიანი ქალაქის” შექმნა, რაც აჩენს შეკითხვას – შეიძლება თუ არა პარიზი გახდეს პირველი ქალაქი, რომელიც მანქანებს მთლიანად აკრძალავს? ბიბისი ამ თემას ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის.

პარიზს ექსპერიმენტები ძალიან უყვარს.მომდევნო ათი წლის განმავლობაში Champs Elysees თითქმის მთლიანად საცალფეხო იქნება. ეს იქნება შესანიშნავი პროექტი და არა უბრალოდ პროვოკაცია.

პარიზისთვის ახალი არ არის რადიკალური პროექტები. ქალაქმა ნამდვილად კარგად დაძლია პანდემიის შემდეგ ხელახალი გახსნის ეტაპი და ამის მიზეზი არ არის ის, რომ პარიზელმა ბიზნესმენებმა უფრო ადრე მიაკვლიეს უფრო პატარა ზომის კონდიციონერებს, მიზეზი გახლავთ ის, რომ ქალაქში აქამდეც, წლების განმავლობაში იყო გავრცელებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და იგი სწრაფად ადაპტირდა. – ამბობს სიუჟეტის ავტორი.

“15-წუთიანი ქალაქის” გეგმა მიზნად ისახავს, რომ ხალხი სწრაფად მივიდეს იმ ადგილებამდე სადაც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ და ვითარდებიან. გეგმა გულისხმობს სხვადასხვა ლოკაციების კიდევ უფრო მეტად გამრავალფეროვნებას.  მაგალითად, შაბათ-კვირას, სკოლები შეიძლება მოზრდილთა სოციალური ცენტრები გახდეს, ხოლო ღამის კლუბები დღის განმავლობაში შეიძლება სპორტული დარბაზებად გადაიქცნენ.

თუმცა, ფრანგული გამოცემა Le Monde-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივი სივრცის % ჯერ კიდევ ავტომობილებს უკავია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად