გახარიას გუნდის წევრები, ბათუმის საკრებულოში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ

განცხადება ამის შესახებ, ბათუმის საკრებულოს წევრმა, დიმიტრი ჭეიშვილმა გააკეთა.

პარტიის პოზიცია ბიუჯეტთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობი იყო. ჭეიშვილი ამბობს, რომ სხდომას დაესწრება და მათ პოზიციას იქაც დააფიქსირებს.

“ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ სხდომაზეც და რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტს არ დავუჭერთ მხარს. ჩვენი პოზიციაა, რომ ძველმა საკრებულომ არ უნდა მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა მიიღოს ახალმა საკრებულოებმა. ამ ბიუჯეტის არჩევის საშუალებას იპარავს „ქართული ოცნება“, რისი უფლებაც არ უნდა მიეცეს“, – აღნიშნა დიმიტრი ჭეიშვილმა.

პარტია “საქართველოს” ხმა გადამწყვეტი ბიუჯეტის დასამტკიცებლად არ არის, რადგან ბიუჯეტის დასამტკიცებლად უმრავლესობა საკრებულოში ოცნებას ისედაც აქვს.

კომენტარები
იტვირთება...