გახარია ჟურნალისტს: რაღაც მაინც წაიკითხეთ, დამიზნებით ამ აღჭურვილობის სროლა შეუძლებელია

დამიზნებით ამ აღჭურვილობით სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებულები არიან თუ არა ძალოვანი უწყების ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩანდნენ კადრებში, თუ როგორ ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე. გიორგი გახარიამ პასუხად განაცხადა, რომ ყველა დაკავებულია, ვინც კადრებში ჩანდა.

„ყველა დაკავებულია მათ შორის, ერთი კადრი მაინც მომიტანეთ და შემდგომ გავაგრძელოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, ჟურნალისტმა ჰკითხა კონკრეტულ სამართალდამცავზე, რომელიც ჟურნალისტის თქმი „დამიზნებით ესროდა მოქალაქეს და ცინიკურად იცინოდა“.

“ცინიკურად რომ იცინოდა, ამისთვის უნდა დაისაჯოს?… ვიღიმით, ასეთ თემაზე რომ საუბრობთ, ნუ თქვენი გადასაწყვეტია. სასაცილოა ეს? ახლა სერიოზული სახე მიიღეთ, ასე სჯობს. დამიზნებით ამ აღჭურვილობით სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ”- მიმართა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად