გახარია: ზაჰესში ერთმა მკითხა – ზეთის ფასი იციო? შემრცხვა, მაგრამ არ ვიცოდი. რომ არ იცი, მაგიტომ არ მოგცემ ხმასო

პარტია” საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ თავისი შეხვედრა გაიხსენა ამომრჩეველთან და განაცხადა, რომ ხელისუფლების და მისი მთავარი პრობლემაც ის გახლდათ, რომ ისინი დაცილდნენ ადამიანებს.

“ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავით ზაჰესში. მოვიდა ჩემთან ერთი ხანდაზმული ადამიანი და მითხრა, მომწონხარ, მინდა რომ ხმა მოგცე, მაგრამ ორ კითხვაზე უნდა მიპასუხოო.

ვუთხარი, აგერ ვარ და მზად ვარ-თქო. ზეთის ფასი იციო?  შემრცხვა ძალიან, მაგრამ არ ვიცოდი და ვერ ვუპასუხე. მაგიტომ არ მოგცემ ხმასო. ვუთხარი, მართალი ბრძანდებითთქო…” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...