გახარია ვახო სანაიას: ნებისმიერთან დავუსვამ წერტილს ამ თემას, თუ გინდათ ხაზარაძე დამისვით!

” ნებისმიერთან დავუსვამ წერტილს ამ თემას, თუ გინდათ ხაზარაძეც მოიყვანეთ აქ და დამისვით. მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად: მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არც მიმიწერია და არც გამიგზავნია, წერტილი!” – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ პირველთან.

გიორგი გახარიას თქმით, ის ჯერ კიდევ დაელოდება, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს გამოგონილი ამბები. მისი თქმიტ, ამ ისტორიასთან მას შეხების წერტილი არ ჰქონია.

“მე ამას ვეძახი ფეიქ წერილს და ეს წერილი რომ არ ყოფილიყო, გიორგი გახარია ამ თემაში არ იქნებოდა. მოხდა გადატანა შინაარსობრივი თემიდან რაღაც ფეიქ წერილზე, მიზანი ეს იყო. პროკურატურა თუ ამ თემის განხილვას დაიწყებს, პირველი გიორგი გახარია იქნება, ვინც დაკითხვაზე მივა. როგორ ფიქრობთ ჩემთვის პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლა უფრო კომფორტულია თუ აქ თქვენთან ჯდომა?! მე შემიძლია ნებისმიერთან დავუსვა ამ თემას წერტილი, თუ გინდათ, აქ ხაზარაძეც მოიყვანეთ და დამისვით” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორ წერილს, გახსოვთ, იყო ასეთ ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას, შემდგომ რა რეაქცია მოჰყვა „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან – არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამოდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის შესაძლებლობა. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია, უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით, ამ კონკრეტული ადრესატისგან. გარდა ამისა, უკვე საფრთხე იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და მოგიყვებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...