“გახარია უნდა გადადგეს”-საპროტესტო მსვლელობა ბათუმიდან შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციამდე

“არა ოლიგარქიას, არა ოლიგარქს და არა იმ მიდგომებს, რომელიც აქვს ხელისუფლებას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. გახარია უნდა გადადგეს,” – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ადამიამ, ბათუმში ევროპის მოედანზე გააკეთა.

ოპოზიციიური პარტიის წევრები ბათუმიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო მსვლელობას ამ წუთებში იწყებენ. შეკრებილების განმარტებით, ისინი საპროტესტო აქციით თბილისში განვითარებულ მოვლენებს გმობენ, საპროტესტო აქციით კი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობენ:

“დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ აჭარაში ახალგაზრდების მობილიზაცია. ვაპროტესტებთ 20 ივნისის ღამეს სისხლიან დარბევას, ევროპის მოედნიდან გადავინაცვლებთ ჩოლოქის ხიდთან, იექდან “black sea arena”-სთან, და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ საპროტესტო აქციას.

არა ოლიგარქიას, არა ოლიგარქს და არა იმ მიდგომებს, რომლებიც აქვთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. გახარია უნდა გადადგეს. ჩვენ ვიკრიბებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმ მიზეზით, რომ ვუერთდებით თბილისის აქციას და მოთხოვნებს, რომ ბიძან ივანიშვილს არ შეექმნას კომფორტი მყუდროების, რადგან ბატონი ივანიშვილი მოწყვეტილია რუსთაველზე მიმდინარე რეალობას”- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ადამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...