“გახარია წადი”- ამ მოთხოვნით თელავში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან დაიწყეს და კახეთის სამხარეო პოლიციასთან დაასრულეს.

“მიზეზი არის 20 ივნისის ღამის სისხლიანი ღამის დარბევა ხალხის მიმართულებით, რომელიც ჩაიდინა კრიმინალურმა ხელისუფლებამ და კრიმინალმა გახარიამ.უმოწყალოდ დაარბია აქციის მონაწილეები, დაასახიჩრა, დააბრმავა და დღეს უნამუსოდ, მიამიტური სახეებით გამოდიან და ამბობენ, რომ ვითომ ქვეყანა გადაარჩინეს საფრთხისგან. არ ეგონოს ხელისუფლებას,რომ პროტესტს ჩაახშობს, აქ დგას ის ხალხი, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით არის განმსჭვალული.მოვითხოვთ გადადგეს გახარია და არამარტო გადადგეს, არამედ დაისაჯოს და მიჰყვეს მალე ეს ხელისუფლებაც”,- განაცხადა პარტიის წევრმა, ბადურ რევაზიშვილმა.

პარტია საპროტესტო აქციების გამართვას სამომავლოდაც აანონსებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად