“გახარია თვალთხარია”, “ბარიგების მფარველი”- “შეცვალეს” წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან აქციას მართავენ

,,გახარია თვალთხარია”, “ბარიგების მფარველი”, “ია კერზაიას მკვლელები” – ამ ტრანსფარანტებით მოძრაობა ,,შეცვალეს” წევრებმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინ აქცია გამართეს და სიმბოლურად ნემსები და ფქვილი მიიტანეს, რომელსაც ჰეროინი ეწერა.

მათი თქმით, ე.წ. ბარიგებსა და წამლით მოვაჭრეებს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მფარველობს და სისტემა უნდა დაინგრეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი პოლიცია არის კრიმინალების და კონტრაბანდის მფარველი.

“ისინი მფარველობენ ქურდულ სამყაროს, ისინი ჩართლი ჰყავთ მეტადონის პროგრამაში, რათა შემდეგ ისევ გამოიყენონ საარჩევნოდ. არჩევნებზე ჩვენ კარგად ვნახეთ ქურდული სამყაროს წევრები, რომლებიც აკონტროლებდნენ საარჩევნო პროცესებს”,- თქვა მოძრაობის წევრმა ხათუნა შამუგიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად