გახარია: თურქეთის პრეზიდენტი დაგვთანხმდა გაზაფხულზე ეწვიოს საქართველოს

„თურქეთში ვიზიტისას ჩვენ დავგეგმეთ და განვიხილეთ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა”,-თურქეთში ვიზიტისას დავგეგმეთ და განვიხილეთ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თურქეთში ვიზიტისას ჩვენ დავგეგმეთ და განვიხილეთ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება, გახლავთ ეკონომიკური კომისია, რომელშიც ნოემბრის ბოლოს მიიღებს მონაწილეობას ჩვენი მთავრობა და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდეგ აღდგება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჩემი მოწვევის შემდეგ დაგვთანხმდა ამ გაზაფხულზე ეწვიოს საქართველოს“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად