გახარია: თუ საჭიროა, ვიქნები პირველი პრემიერი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას

” მე ვიყავი პირველი შს მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება.”,-ამის შესახებ, პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

” მე ვიყავი პირველი შს მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნა მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას.

რაც შეეხება საკმარისია თუ არა, ამას იძიებს პროკურატურა და პროკურატურა გადაწყევტს რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი. ეს იყო გავრილოვის დღე, მაგრამ პარლამენტის შტურმის ღამე”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად