გახარია სურგულაძეზე: თქვა წასვლა მინდაო, ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, ვილოცებო

ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე.

ადამიანმა თქვა, რომ წასვლა უნდა, ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად