გახარია: შსს სამსახურში მიღების წესს ცვლის

"მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ შსს-ში სამსახურში მიღების წესი ",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე" კონფერენციისას განაცხადა.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ შსს-ში სამსახურში მიღების წესი, რომელიც ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, დღეს ვხსნით დისკუსიას თქვენთად ერთად რეფორმების იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლის სტრუქტურული მხარე ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს. ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც გარკვეული დისკუსია და მსჯელობა გვექნება“, – განაცადა მინისტრმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად