გახარია: საქმის მასალებში დევს ყველაფერი, რომ პროკურატურამ ჩაატაროს გამოძიება კითხვის ნიშნის გარეშე

ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.

“საქმის მასალებში დევს ყველაფერი, რომ გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისად ჩაატაროს გამოძიება ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე.

პასუხისმგებლობა იქმნება იმაზე, რომ შსს-მ და პოლიციელებმა ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება. თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა ამაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება ეს პოლიციელები არიან პოლიციელების თანამდებობაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...