გახარია საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირებაზე: ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით ერთად, წყნარად, მშვიდად

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად წყნარად, მშვიდად. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს.

კიდევ ერთხელ უწყებათშორის საბჭოს თითოეულ წევრს ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას იმისთვის, რომ არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად