გახარია: საქართველო შესაძლებლობების ქვეყანაა და არა გადატრიალებების

„ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშრებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

” მოდით ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. ეს მცდელობები დამხობის რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი არ გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია, ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად