გახარია: საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა საშინაო დავალებები გვაქვს შესასრულებელი

“საქართველო უნდა გახდეს და გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ჩვენ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი”-ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთნ განაცხადა.

“მნიშვნელოვანი გახლდათ შეხვედრები ჩვენს პოლიტიკურ კოლეგებთან, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან ევროპიდან, სადაც ჩვენ განვიხილეთ, როგორც საქართველოს ევროპული პერსპექტივები, ასევე მიმდინარე პრობლემები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რაც შეეხება ოკუპაციას და იმ მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ჩვენ გვაქვს საოკუპაციო ხაზზე.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, ჩვენ ყველანი ერთად ვხვდებით, რომ საქართველო უნდა გახდეს და გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ჩვენ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად