გახარია: სამარშრუტო ტაქსების კონტროლი რთულია, ვირუსის გადაცემის რისკებიც დიდია

” თუ დავდექით ვირუსის გავრცელების იმ რისკების წინაშე რომ აუცილებელი გახდა, სხვა ტრანსპორტის შეჩერება ამასაც მივიღებთ”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

” მერიის სატრანსპორტო საშუალებები არის მოცულობით დიდი, მათი დეზინფექცია და მათი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში შენახვა ბევრად უფრო მარტივია.

სამარშრუტო ტაქსებში სხვა სიმჭიდროვეა, კონტროლიც ბევრად უფრო რთულია. რისკები გადაცემის ამ სახის ტრანსპორტში შეუდარებლად დიდია, ამიტომ მივიღეთ ამ ეტაპზე ამის შეჩერების გადაწყვეტილება.

თუ დავდექით ვირუსის გავრცელების იმ რისკების წინაშე რომ აუცილებელი გახდა, სხვა ტრანსპორტის შეჩერება ამასაც მივიღებთ. გამოწვევას ვპასუხობთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე როგორც ობიექტური რეალობა მოითხოვს”-ამბობს გახარია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად