გახარია: რაც ხდებოდა 2012 წელს, ზუსტად იგივეს იმეორებს დღეს დღევანდელი პარტიული “ბოსების” მიერ მართული ხელისუფლება

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან ე.წ. ფარულ მიყურადებაზე და თვალთვალზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ხვდები ბევრ ადამიანს, მათ შორის „ოცნების“ დამფუძნებლებს და ყოფილ წევრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ზუსტად იგივეს იმეორებს დღევანდელი პარტიული „ბოსების“ მიერ მართული ხელისუფლება, რაც ხდებოდა 2012 წლამდე.

„ მე ბევრ ადამიანს ვხვდები, სხვათა შორის „ოცნების“ დამფუძნებლებს, წევრებს, რომლებიც ზუსტად ამბობენ, რომ ის რაც ხდებოდა 2012 წელს, ზუსტად იგივეს იმეორებს დღეს დღევანდელი პარტიული ბოსების მიერ მართული ხელისუფლება. რატომ? – უბრალოდ ეს შიში აქვთ. როგორ დონემდე მიდიან იცით? – რიგით საჯარო მოხელეებს, ექიმს, მეხანძრეს, უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ ფეისბუქზე რაღაც სიმპატია გამოხატეს, ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით, ან მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით. ამორალურია ეს ყველაფერი. ამას არანაირი კავშირი ღირსებასთან არა აქვს და „ოცნება“ რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის და ღირსების აღდგენის ძირითადი მოტივით, სამწუხაროა, უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვისაც, რომ დღეს, ამ პარტიული ბოსების მართვის შედეგად, იძულებულია იგივე ინსტრუმენტები გამოიყენოს და სხვათა შორის ხშირ შემთხვევაში აშინებენ, სამსახურიდან აგდებენ იგივე ხალხს, რომელსაც ამას უკეთებდნენ 2012 წელს. როგორ შეიძლება ეს შეაფასო?! მე თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ უკვე შევქმენით სპეციალური ჯგუფი იურისტების და ადვოკატების, რომლებიც ყოველ შემთხვევას განიხილავენ. ჩვენ იმედი გვაქვს, სასამართლო სისტემა, როგორიც გვაქვს დღეს, ადეკვატურად უპასუხებს ხელუსუფლების მიერ ჩადენილ მსგავს უმსგავსო საქციელებს. თუმცა, თუ დაგვჭირდა რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპრყრობთ იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო როგორ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით რეგიონში“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...