გახარია: რატომ უკან? იმიტომ, რომ წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი

 “გაფრთხილება აქციის მონაწილეების მიმართ რამდენჯერმე იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას წინა ხაზზე რაც ხდებოდა, არანაირი აზრი არ ჰქონდა. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. კანონმდებლობით აბსოლუტურად მკაფიოდ არის გაწერილი. მაშინ, როდესაც გადაუდებელი თავდაცვის კომპონენტში პოლიცია იძულებული კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: 30 პოლიციელი მასაში გატაცებული 300-ზე მეტი ფარი გატაცებული, დაცვა შეუძლებელი გახდა”. ​ ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” 20-21 ივნისის მოვლენებისა და აქციის დაშლის დეტალებზე საუბრისას დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

“რატომ გაზი? იმიტომ, რომ გაზი არის ყველაზე ნაკლებად მავნებელი. რატომ უკან? იმიტომ, რომ წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი. ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად, ჯგუფურად დაახლოებით 400-450 ადამიანი შეტევაში ჩართული არ იყვნენ, მათი გაფანტვა რომ მომხდარიყო. აქციის შეწყვეტის და არა დარბევის. თქვენ ამბობთ სიტყვა დარბევას. მესმის, რომ ემოციურ კონტექსტში დარბევა ბევრად უფრო ეფექტურია”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა ასევე რეპლიკით მიმართა “რეაქციის” წამყვანს და განმარტა, რომ არ უნდოდა ამაზე საუბარი:

” ეს არის ტელევიზია, რომელსაც აქვს კონკრეტული პოზიცია, მაგრამ როდესაც თქვენ, უზომოდ კრიტიკული ჟურნალისტი უშვებთ ანონსს და არ აჩვენებთ როგორ ხდებოდა თავდასხმა პოლიციასა და პოლიციელებზე, უბრალოდ არაობიექტურობის შეგრძნებას ქმნით. მიუხედავად ჩემი უდიდესი და პერსონალურად, უღრმესი პატივისცემისა, ადამიანებს ბრალს სდებენ იმაში, რომ ქვეყნის წინაშე თავისი ფუნქცია შეასრულეს და ფიზიკურ მოძალადეებს არ მისცეს საშუალება შეჭრილიყვნენ პარლამენტში”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...