გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს წარმატებულად

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში განაცხადა.

“ყველაფერი რაც არის დაკავშირებული ლოჯისტიკასთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური პოტენციალის ათვისების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ლოჯისტიკა. ამიტომ, ყველაფერი რაც არის დაკავშირებული საპორტე ინფრასტრუქტურასთან არის პრიორიტეტული და შესაბამისად, ღრმაწლოვანი პორტი ანაკლიაშიც არის პრიორიტეტული,“- მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...