გახარია: ყველა სამინისტრო მუშაობს, რათა ქვეყანაში ძლიერი ბიზნესი იყოს

“ძლიერმა ბიზნესმა უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

” ჩვენ რამოდენიმეჯერ ვთქვით და კიდევ ვიმეორებ, ძირითადი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ, სამუშაო ადგილები. ეს არის ძირითადი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკის.

ყველა სახელმწიფო უწყება ფინანსთა სამინისტრო, ყველა სხვა სამინისტროები მუშაობენ რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები” – ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად